„112“-ის დღე

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ უსაფრთხოების მართვის ცენტრის თანამშრომლებს „112“-ის დღე მიულოცა.

2009 წელს, ევროკომისიამ, ევროპარლამენტმა და ევროსაბჭომ 11 თებერვალი „112“-ის დღედ გამოაცხადეს. 11 თებერვალს, როგორც საქართველო, ასევე, მსოფლიოს 80-ზე მეტი ქვეყანა, მათ შორის ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები „112“-ის დღეს აღნიშნავენ.