საქართველოს თავდაცვის მინისტრი პოლკოვნიკ ჯონ ქაროლს შეხვდა – რაზე ისაუბრეს მხარეებმა 

13:11, 16.12.2017

თავდაცვის მინისტრი პოლკოვნიკ ჯონ ქაროლს შეხვდა. საუბრის ერთ-ერთ თემას საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა წარმოადგენდა, რომელსაც საქართველო სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-სთან ერთად ახორციელებს.

მხარეებმა საქართველოს შეიარაღებულ ძალებსა და აშშ-ის საზღვაო ქვეით ძალებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნეს და მისი გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს.

მსგავსი