ლევან იზორია ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის საზღვაო ქვეითი ძალების სარდლის მოადგილეს შეხვდა
ლევან იზორია ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის საზღვაო ქვეითი ძალების სარდლის მოადგილეს შეხვდა

ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის საზღვაო ქვეითი ძალების სარდლის მოადგილეს, ჯონ ქეროლს დღეს საქართველოს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა უმასპინძლა.

თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს შეიარაღებულ ძალებსა და აშშ-ის საზღვაო ქვეით ძალებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნეს და მისი გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს.

ლევან იზორიამ ამერიკელ სტუმრებს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის გადასროლისწინა მოსამზადებელ ეტაპზე აღმოჩენილი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. თ

ავდაცვის მინისტრის განცხადებით, აშშ-ის საზღვაო ქვეითი ძალების სარდლობასთან თანამშრომლობა მხოლოდ საერთაშორისო მისიებს არ მოიცავს. სხვა საკითხებთან ერთად, მხარეებმა სამხედრო განათლების სფეროს განვითარების სამომავლო გეგმებიც განიხილეს. თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე საუბრის ერთ-ერთ თემას საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა (GDRP) წარმოადგენდა, რომელსაც საქართველო სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-სთან ერთად ახორციელებს.

შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე, ლელა ჩიქოვანი, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ზაზა ჩხაიძე, საქართველოში აშშ-ის თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი ჯეფრი ჰარტმანი და დელეგაციის წევრები დაესწრნენ.