11 წელი შინდისის ბრძოლიდან

სამშობლოსთვის თავგანწირვის მაგალითი საქართველოს უახლეს ისტორიაში.

დღეს შინდისის ბრძოლაში დაღუპულ გმირებს იხსენებენ. 2008 წლის 11 აგვისტოს შინდისში რუსულ სამხედრო ნაწილთან უთანასწორო შეტაკების დროს 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა. მათ წინააღმდეგ გამოყენებული იყო თითქმის ყველა სახის იარაღი – ტანკები, ნაღმმტყორცნები, ქვემეხები და ტყვიამფრქვევები.

ქართველი გმირების ისტორია დღეს ოჯახის წევრებმა გაიხსენეს. დაღუპული სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგეს თავდაცვის მინისტრმა, ადგილობრივმა მცხოვრებლებმა და იმ მოქალაქეებმა, რომლებიც შინდისში სხვადასხვა რეგიონიდან ჩავიდნენ.

„მოამბის“ ჟურნალისტი სალომე ქოქიაშვილი კიდევ ერთხელ გაგვახსენებს, როგორ იგერიებდნენ მტერს ქართველი გმირები.