11 წელი აგვისტოს ომიდან 

18:15, 08.08.2019

2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცი, ვახტანგ გზირიშვილი გაიხსენეს დღეს ვარკეთილში, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძარში, სადაც მისი სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს.

გზირიშვილების ოჯახს სამძიმარი პრემიერ-მინისტრმა გამოუცხადა. მამუკა ბახტაძემ გზირიშვილების ოჯახის მიერ სამშობლოსთვის გაღებულ მსხვერპლზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ გმირობის ისტორია თითოეულმა ქართველმა უნდა იცოდეს.

მსგავსი