11 წელი აგვისტოს ომიდან

სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, აგვისტოს ომში დაღუპული გმირების პატივის მისაგებად, შავ ზღვაში გვირგვინი ჩაუშვეს.

გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს უკრაინის ელჩმა, იგორ დოლგოვმა, ასევე ფოთის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ. ღონისძიებას გარდაცვლილთა ოჯახის წევრები, ასევე, უკრაინის საელჩოსა და საზღვაო ძალების წარმომადგენლები დაესწრნენ.

2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად, სანაპირო დაცვისა და სამხედრო-საზღვაო ძალების ინფრასტრუქტურა და ფლოტი ნაწილობრივ განადგურდა. რუსეთის საოკუპაციო ძალების აგრესიის შედეგად, ფოთის ბაზაზე დაიღუპა 5 და დაიჭრა საზღვაო ძალების 35-მდე წარმომადგენელი.

დატოვე კომენტარი