11 პარტიის განცხადება

21:19, 07.03.2018

სარედაქციო პოლიტიკაში ანტისადავლური ელემენტების მომძლავრება ერთ-ერთია იმ ბრალდებებიდან, რომლებსაც საზოგადოებრივ მაუწყებელს ოპოზიციის ნაწილი უყენებს.

11 პოლიტიკური პარტია სამეურვეო საბჭოს მიმართ უნდობლობის პროცედურის დაწყებას მოითხოვს. განცხადების ავტორები მმართველ გუნდს მაუწყებელში პოლიტიკური გავლენის ბერკეტების შექმნაში ადანაშაულებენ. ერთ-ერთ არგუმენტად მაუწყებლობის შესახებ კანონში შესული ცვლილებები სახელდება. 11 პარტია პარლამენტს ვეტოდაძლეული დოკუმენტის გადახედვისკენ მოუწოდებს. კიდევ ერთი მოთხოვნა აუდიტის 2015-16 წლების ანგარიშზე რეაგირებაა.

 

მსგავსი