100 წელს მიღწეულ მოქალაქეთათვის დახმარების პროგრამა

თბილისის მერი, კახა კალაძე 100 წელს მიღწეულ მოქალაქეთათვის ერთჯერადი დახმარების პროგრამის ფარგლებში, დღეს 100 წლის რეზო აბესაძეს ესტუმრა. რეზო აბესაძე პროფესიით ექიმი თერაპევტია, რომელიც თავის პროფესიას 54 წლის განმავლობაში კეთილსინდისიერად ემსახურა. უყვარს ლიტერატურა და დღემდე ყოველდღიურად კითხულობს წიგნებს. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის მერიის 100 წელს მიღწეულ მოქალაქეთათვის ერთჯერადი დახმარების პროგრამის ფარგლებში, რეზო აბესაძეს 10 000 ლარი ჩაერიცხება.