100 წელი საბჭოთა ოკუპაციიდან

100 წელი საბჭოთა ოკუპაციიდან – 1921 წლის 25 თებერვალს, თბილისში საბჭოთა რუსეთის მე-11 წითელი არმია შემოიჭრა. სწორედ 25 თებერვალი ჩაიწერა ისტორიაში, როგორც საქართველოსთვის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღი, – გასაბჭოების დღე. წითელმა არმიამ თბილისი აიღო და თავისუფალი არჩევნების გზით არჩეული საქართველოს ხელისუფლება დაამხო.

პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა ემიგრაციაში წავიდა. ქვეყანამ 70 წლით დაკარგა დამოუკიდებლობა. დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ იუნკრებს პატივი დღეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიაგეს. კოჯორში საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა მემორიალთან იმყოფებოდნენ პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე, მთავრობის წევრები და თბილისის მერი.

მოამბე