100 წელი რუსული ოკუპაციიდან - გმირების გახსენება

საბჭოთა ოკუპაციიდან 100 წლის შემდეგ საქართველოს ორი რეგიონი ისევ ოკუპირებულია.

დეოკუპაცია ქვეყნის ნომერ პირველ ამოცანას წარმოადგენს, თუმცა, საერთაშორისო მოწოდებების და ზეწოლის მიუხედავად, რუსეთის მიერ ნაკისრი ვალდებულებები წლებია, იგნორირებული და უხეშად დარღვეულია. 1921 წლის თებერვლის მძიმე დღეები დღეს 100-წლის წინანდელი მოვლენების ეპიცენტრთან კიდევ ერთხელ გაიხსენეს – ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის დაღუპულ იუნკერთა მემორიალთან ხელისუფლების პირველი პირები, ოპოზიციის წარმომადგენლები და მოქალაქეები მივიდნენ. ქართველთა თავგანწირული გმირობის და ბრძოლის ამსახველი ფოტოები და უნიკალური ჩანაწერები კი რამდენიმე საგამოფენო სივრცეში წარმოადგინეს. განსაკუთრებით ემოციური აღმოჩნდა ამერიკის საელჩოს თანამშრომლების მიერ ჩაწერილი ვიდეო.