საბჭოთა რეჟიმთან მებრძოლის მაგალითი. გმირი, რომელმაც ქვეყნის ინტერესების დაცვას სიცოცხლე შესწირა. მიხა ხელაშვილის გარდაცვალებიდან 100, დაბადებიდან კი 125 წელი გავიდა. პოეტი, რომელიც 1920-იანი წლების ანტისაბჭოთა პარტიზანული მოძრაობის, შეფიცულთა რაზმის წევრი და ქაქუცა ჩოლოყაშვილის მიერ ორგანიზებული აჯანყებების მონაწილე იყო, 1925 წლის 25 იანვარს მოკლეს.
რეჟიმთან წინააღმდეგობის გამო, საბჭოთა საქართველოში ხელაშვილის ლექსებს მალავდნენ. საქართველოს ეროვნული გმირი დღეს მის მშობლიურ სოფელში გაიხსენეს. ჩარგალში დილიდან სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა.
დიდი ქართველის ბიოგრაფიას მარიკა შალიკაშვილი შეგვახსენებს.