100-მდე სტუდენტი თბილისის ტურისტული კომპანიების კვლევით სამუშაოებში მიიღებს მონაწილეობას

100-მდე სტუდენტი თბილისის ტურისტული კომპანიების კვლევით სამუშაოებში მიიღებს მონაწილეობას.

გაზრდილი მოთხოვნის გამო, სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ტურიზმის სექტორის შესწავლა და შეფასება. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის კვლევებისა და დაგეგმვის სამმართველო ტურისტული კომპანიების კვლევის ჩატარებას გეგმავს. მიზანს, თბილისში მოქმედი ტურისტული კომპანიების ბაზრის შესწავლა წარმოადგენს.

კვლევის შედეგები საშუალებას მისცემს დაინტერესებულ პირებს გაეცნონ ბაზარზე არსებულ მდგომარეობას, ორგანიზებული მოგზაურობის მახასიათებლებს და მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილებები თავიანთი საქმიანობის დასაგეგმად.

დატოვე კომენტარი