10 წელი აგვისტოს ომიდან

10 წლის მანძილზე შეგროვილი ზეპირი და ვიზუალური ისტორიები. ომგამოვლილი ადამიანების მძიმე თავგადასავალი და ცხოვრება აგვისტოს მოვლენების შემდეგ. ამ ყველაფრის ნახვა სპეციალურ პორტალზეა შესაძლებელი, რომელიც აგვისტოს ომიდან 10 წლის თავზე შეიქნება.

ომის სინამდვილე მთავარი თემაა ქართველი დოკუმენტალისტებისთვისაც.

რუსული აგრესიის დროს და შემდეგ გადაღებული კადრები რეჟისორებმა დოკუმენტურ კინოდ აქციეს და 10 წლის შემდეგ მათი პრეზენტაცია ერგნეთში, საოკუპაციო ხაზთან ახლოს გამართეს.