10 წელი 7 ნოემბრის მოვლენებიდან

ათწლეულების განმავლობაში შვიდი ნოემბერი საბჭოთა კავშირის სიმბოლო იყო. შემდეგ ეს თარიღი დავიწყებას მიეცა. დღეს კი ათი წელი შესრულდა, რაც შვიდი ნოემბერი ისევ გამორჩეული თარიღი გახდა, ოღონდ, ამჯერად, ეს ის დღეა დამოუკიდებელი საქართველოს დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე, როდესაც  ავტორიტარიზმმა ხალხზე იძალადა, მაგრამ თავადვე დამარცხდა. ხელკეტებით მიყენებული ჭრილობებიც მოშუშდა, დარბეული ტელევიზიაც აღდგა, მხუთავი გაზიც გაქრა, თუმცა, 7 ნოემბრის მთავარ გაკვეთილად დარჩა ის, რომ ავტორიტარიზმი ყოველთვის დამარცხდება. მაშინდელი გადაწყვეტილების მიმღები პირებიც და დაზარალებულებიც დღეს უკვე თანხმდებიან, რომ 2007 წლის  შვიდი ნოემბერი იყო დიდი შეცდომა და არასოდეს აღარ უნდა განმეორდეს.

შვიდი ნოემბრის ქრონოლოგია გიორგი კობერიძის რეპორტაჟში.