10 ქართველი მზარეული ესპანეთში გადამზადებას გაივლის

18:43, 30.06.2026

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერითა და დაფინანსებით, 10 ქართველი მზარეული ესპანეთში, სან-სებასტიანში, გადამზადების კურსს გაივლის. სასწავლო კურსი მოიცავს პროფესიონალური კულინარიის საფუძვლებს, კერძების დამზადების პრაქტიკულ მეცადინეობას, ტრადიციული და რეგიონული სამზარეულოს ტექნოლოგიების დაუფლებას და მსოფლიო ტენდენციების გაცნობას. კურსის დასრულების შემდგომ მონაწილეებს ოფიციალური სერტიფიკატი გადაეცემათ. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, უკვე მეორე წელია, დამწყებ ახალგაზრდა მზარეულებს, შესაძლებლობას აძლევს, რომ მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო გასტრონომიულ სკოლაში მიიღონ გამოცდილება, ნახონ თუ რა ტრენდებია მსოფლიოში და საქართველოში ჩამოიტანონ.

მსგავსი