10 ოქტომბერი მეტყევის დღეა

10 ოქტომბერი მეტყევის დღეა. ღონისძიება ბოტანიკურ ბაღში გაიმართა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა მეტყევეებს პროფესიული დღე მიულოცა და წარმატებული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

შეხვედრაზე მინისტრმა სატყეო სექტორში ბოლო წლებში მიმდინარე საკანონმდებლო და ინსტიტუციურ რეფორმებზე ისაუბრა.