10 ნოემბერი მეცნიერების საერთაშორისო დღეა

18:38, 10.11.2026

ამ თარიღთან დაკავშირებით, განათლების სამინისტროში დამსახურებული და ახალგაზრდა მეცნიერების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში 9 დამსახურებული მეცნიერი და 11 ახალგაზრდა მეცნიერ-მკვლევარი დაჯილდოვდა. მათ სიგელები და ჯილდოები გადაეცათ. 2026 წლის მეცნიერების საერთაშორისო დღის მთავარი სლოგანია: „საერთო საფუძვლის პოვნა სამეცნიერო დიპლომატიის გზით“. ეს დღე „იუნესკოს“ მიერ 2001 წელს დაფუძნდა და მისი მიზანია, მეცნიერების მნიშვნელობის შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება, ასევე აქტუალური სამეცნიერო საკითხების განხილვაში საზოგადოების ჩართვის ხელშეწყობა.

მსგავსი