10 ათას ლარიანი გრანტი ინოვაციურ პროექტებში გამარჯვებულ სტარტაპერებს

სტარტაპები ტურისტულ სექტორში – რა სახის ინოვაციური იდეები სჭირდება ტურიზმის ინდუსტრიას – სექტორში არსებული გამოწვევების იდენტიფიცირებისა და პრობლემების მოგვარებაზე ორიენტირებული ტექნოლოგიური პროექტების შემუშავებისთვის ჰაკათონი მოეწყო. ათეულობით სტარტაპერს შესაძლებლობა ჰქონდა საკუთარი ბიზნეს იდეა ტურისტული სექტორის წარმომადგენლებისთვის გაეცნო და დაფინანსებაც მოეპოვებინა. მონაწილე გუნდებიდან ინვესტორების დაინტერესება შვიდმა მათგანმა მოახერხა, გამარჯვებულს კი სოლიდური გრანტი გადაეცა.

ინოვაციური იდეები ტურისტული სექტორის განვითარებისთვის – მაკა არჩევნიშვილის რეპორტაჟში.