10 800-მდე ვიზიტორი ქუთაისის ტექნოჰაბში

21:39, 24.08.2026

ახლადგახსნილი მრავალფუნქციური სივრცე, რომელიც არაერთ ვიზიტორს იზიდავს. ქუთაისში მოწყობილი ტექნოლოგიური ჰაბის მიმართ ინტერესი სულ უფრო მზარდია. პარლამენტის ყოფილ შენობაში გახსნილი სივრცე თანამედროვე ტექნოლოგიურ ლაბორატორიებს, საგანმანათლებლო და სამეწარმეო სივრცეებს, კვლევით ინფრასტრუქტურას, ასევე საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამებს აერთიანებს. მოწყობილია სამეცნიერო-ტექნოლოგიური მუზეუმიც. ტექნოლოგიური იდეების რეალიზაციისთვის დაინტერესებულ პირებს ადგილზე სხვადასხვა პროექტში ჩართვა შეუძლია.

მსგავსი