​სტიქიის შედეგები ახმეტაში 

ძლიერმა ქარმა და სეტყვამ ახმეტის მუნიციპალიტეტში წლევანდელი მოსავლის თითქმის 80 % გაანადგურა.

დაზიანებულია ასობით ჰექტარი ვენახი, ხეხილის ბაღები და ბოსტნეული. განსაკუთრებით მძიმე ვითარებაში აღმოჩნდნენ ის ფერმერები, რომლებიც ქერის მოსავალს ელოდებოდნენ. როგორც ირკვევა, ადგილობრივების უმრავლესობას აგროდაზღვევა არ აქვს. სტიქიამ პრობლემები შექმნა პანკისის ხეობაში, ზემო და ქვემო ალვანში, მაღრაანსა და ალავერდშიც, სადაც ქარმა საცხოვრებელ სახლებს სახურავები გადახადა. სტიქიისგან მიყენებული ზარალის ზუსტ ოდენობას სპეციალური კომისია დაითვლის.

ჟანა დიდებაშვილისა და ზვიად ყარაულაშვილის რეპორტაჟი.