​საქართველო ისტორიული მატჩის მოლოდინში

​საქართველო ისტორიული მატჩის მოლოდინშია. დღეს 21 საათზე, საქართველოს საფეხბურთო ნაკრები საბერძნეთს შეხვდება და მოგების შემთხვევაში ევროპის ჩემპიონატზე გავა. ნახევარფინალში „ჯვაროსნებმა“ ლუქსემბურგის ნაკრები დაამარცხეს, საბერძნეთმა კი ყაზახეთს 5:0 მოუგო, შესაბამისად, თბილისში ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის ერთმანეთს საქართველოს და საბერძნეთის ნაკრებები დაუპირისპირდებიან. ფეხბურთელებმა გუშინ საგურამოს ბაზაზე ივარჯიშეს, ორივე ნაკრების მწვრთნელმა კი პრესკონფერენცია გამართა და გუნდების მზადყოფნაზე ისაუბრა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნულ გუნდს გადამწყვეტ შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელია დაემატება.

მატჩი დღეს „დინამო არენაზე“ 21 საათზე გაიმართება. შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას პირველი არხი შემოგთავაზებთ.