საქართველოში, ბრიტანეთის საელჩოში დედოფალ ელისაბედ მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, სამძიმრის წიგნი გაიხსნა.
სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვეს და ელისაბედ მეორის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვეს საქართველოს პრემიერმა და პარლამენტის თავმჯდომარემ.
წერილობითი ჩანაწერის დატოვება ნებისმიერ მსურველს შეუძლია დღეიდან, 16 სექტემბრის ჩათვლით, დილის ათი საათიდან პირველ საათამდე.
დილიდან უკვე გამოთქვეს სამძიმარი ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენლებმა და საქართველოში ბრიტანეთის ელჩმა, მარკ კლეიტონმა.