​მსჯავრდებული ადეიშვილის შეხვედრები ევროპაში - გამოხმაურება პოლიტიკურ სპექტრში

კვლავ პოლიტიკური განხილვის თემაა ხუთ მძიმე საქმეზე მჯავრდებული ზურაბ ადეიშვილის ექსტრადირების საკითხი. „ქართულ ოცნებაში“ მთავრობის მოთხოვნას, გადმოეცეს ქვეყანას დამნაშავე პირები, სწორ ნაბიჯად მიიჩნევენ. ოპოზიციის ნაწილი კი ფიქრობს, რომ მმართველი გუნდი ადეიშვილის საკითხს დასავლეთისა და უკრაინის წინააღმდეგ იყენებს და არ აქვთ მოლოდინი, რომ მისი ექსტრადირება მოხდება.

საქართველოს პროკურატურამ ზურაბ ადეიშვილის დაკავებისა და საქართველოში ექსტრადირების მიზნით, გერმანიისა და ბელგიის შესაბამის უწყებებს უკვე მიმართა.