​ირაკლი ფარჯიანის გამოფენა

აბრეშუმის ფაბრიკის სტუდია ირაკლი ფარჯიანის შემოქმედებას დაეთმობა.

სტუდიის საგამოფენო სივრცეში მხატვრის 69-ე წლისთავისადმი მიძღვნილი პერსონალური ექსპოზიცია გაიმართება, სადაც საზოგადოებისთვის უცნობ 70-ზე მეტ ნამუშევარს გამოფენენ.

ერთი პორტრეტული ტილო, გრაფიკული ნამუშევრები და ილუსტრაციები, – ნამუშევრებს ფარჯიანის ოჯახის პირადი კოლექციიდან წარმოადგენენ.