​​პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი

პარლამენტის თავმჯდომარე, ცენტრალური აზიის რეგიონში ვიზიტის ფარგლებში, უზბეკეთის რესპუბლიკის ქვედა პალატის თავმჯდომარეს შეხვდა. განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების საკითხები, მათ შორის, თანამშრომლობა საკანონმდებლო ორგანოებს შორის, ასევე, ვაჭრობისა და ენერგეტიკის სექტორებში. მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააღრმავებენ საპარლამენტო კავშირებს, კომიტეტებისა და მეგობრობის ჯგუფების დონეზე, ასევე, მჭიდროდ ითანამშრომლებენ საერთაშორისო საპარლამენტო პლატფორმებზე. დღესვე შალვა პაპუაშვილი შეხვდა უზბეკეთის რესპუბლიკის სენატის თავმჯდომარეს.

ტანზილა ნარბაევას თქმით, ქართველი და უზბეკი ერები ისტორიულად პატივს სცემენ ერთმანეთს. მისივე განცხადებით, უზბეკური მხარე დადებითად აფასებს საქართველოს მშვიდობაზე ორიენტირებულ პოლიტიკას. მათი მხრიდან, გამოითქვა რეგიონული პოლიტიკის მიმართულებით თანამშრომლობის სურვილი. შალვა პაპუაშვილმა ხაზი გაუსვა „შუა დერეფნის“ მზარდ მნიშვნელობას, რაც ორივე ქვეყნის ინტერესებში შედის.