#თვითმმართველობა2017 21 ოქტომბერს საქართველო ირჩევს 64 საკრებულოსა და 64 მერს

ადგილობრივ არჩევნებში არ მონაწილეობენ საქართველოს საზღვრებს გარეთ მუდმივად მცხოვრები და არჩევნების დღეს საზღვრებს გარეთ დროებით მყოფი ამომრჩევლები.

მერებს და გამგებლებს ვირჩევთ 4 წლით.

ბათუმის, ფოთის, რუსთავისა და ქუთაისის საკრებულოები შედგება პროპორციული სისტემით არჩეული 15 და მაჟორიტარული სისტემით არჩეული 10 წევრისგან.

თბილისის საკრებულოში 50 წევრია – 25 წევრი პროპორციული და 25 მაჟორიტარული სისტემით აირჩევა.

თვითმმართველ მუნიციპალიტეტში საკრებულოს წევრთა რაოდენობა გამისაზღვრება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მაცხოვრებელი ადამიანების რაოდენობის შესაბამისად.

მაჟორიტარულ არჩევნებში გაიმარჯვებს ის კანდიდატი, ვინც მეტ ხმას მიიღებს.

თუ ორმა კანდიდატმა მოაგროვა ხმების თანაბარი რაოდენობა, არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც უფრო ადრე იყო რეგისტრირებული შესაბამის საარჩევნო კომისიაში.

მერის არჩევნებში გამარჯვებისთვის კანდიდატმა ამომრჩევლის 50 პროცენტზე მეტი ხმა უნდა მიიღოს. თუ ვერც ერთი კანდიდატი ვერ გადალახავს 50 პროცენტიან ბარიერს, ტარდება მეორე ტური, რომელშიც პირველი 2 საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი მონაწილეობს. გაიმარჯვებს ის, ვინც მეტ ხმას მიიღებს.

არჩევნებში მონაწილეობისთვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრაცია გაიარა 25-მა პარტიამ და ხუთმა საარჩევნო ბლოკმა.