ხანძარი სოფელ დაბასთან – განახლებადი
ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბასთან ცეცხლი დაახლოებით ერთ ჰექტარ ფართობზეა გავრცელებული.
ადგილზე სატყეო სააგენტოსა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურების თანამშრომლები მუშაობენ. ცეცხლის ქრობაში მონაწილეობს სოფელ დაბის მოსახლეობაც. სამუშაოებში ვერტმფრენიც ჩაერთო.