„ვივამედში“ ადასტურებენ, რომ ალეკო ელისაშვილი მათ კლინიკაშია გადაყვანილი
„ვივამედის“ კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე ადასტურებს, რომ „ძლიერი საქართველოს“ წევრი ალეკო ელისაშვილი კლინიკა „ვივამედშია“ გადაყვანილი.
როგორც ჩხაიძემ აღნიშნა, კვლევები აჩვენებს, დარჩება თუ არა კლინიკაში ელისაშვილი.
„ამას კვლევები აჩვენებს“, – განაცხადა კითხვაზე საპასუხოდ ზურაბ ჩხაიძემ.
კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრი ალეკო ელისაშვილი სამართალდამცველებმა ძალადობის ბრალდებით დააკავეს. პროკურატურამ პოლიტიკური ნიშნით დევნის ფაქტზე ელისაშვილს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინიტროს ინფორმაციით, „გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 2 დეკემბერს თბილისში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ აფთიაქთან ალექსანდრე ელისაშვილი პოლიტიკური პარტიის, „ქართული ოცნების“ წევრს, 1954 წელს დაბადებულ ა.ბ.-ს თავს დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა პარტიული შეხედულების გამო“. დანაშაული სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.