ზვიად ზვიადაძე - ვაგრძელებთ მუშაობას და იმედი გვაქვს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი უახლოეს დღეებში გათავისუფლებდა 
ზვიად ზვიადაძე - ვაგრძელებთ მუშაობას და იმედი გვაქვს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი უახლოეს დღეებში გათავისუფლებდა 

სახელმწიფო მინისტრის აპარატი, ყველა შესაბამის სტრუქტურასთან ერთად, 24-საათიან რეჟიმში აგრძელებს მუშაობას, ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლებლად, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ ზვიად ზვიადაძემ განაცხადა.

როგორც ზვიადაძემ აღნიშნა, ვაჟა გაფრინდაშვილი გათავისუფლების პროცესში ჩართულია ყველა ფორმალური თუ არაფორმალური არხი.

„მაქსიმალური ინტენსივობით ინფორმირებულია ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია თუ ყველა შესაბამისი პიროვნება, ვინც შეიძლება ჩართული იყოს ამ საქმეში. ინტენსიური კავშირი გვაქვს ოჯახთან, ხდება მათი ინფორმირება. ამ დროისათვის ჩვენთვის ერთი რაც დადასტურებით არის ცნობილი, ვაჟა გაფრინდაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას და დიდი იმედი გვაქვს, რომ უახლოეს დღეებში მოხდება მისი გათავისუფლება“, – განაცხადა ზვიადაძემ.