ზვიად თევდორაშვილი და გოჩა ღვაჩლიანი მსოფლიოს ჩემპიონები არიან
17:31, 14.10.2018
თბილისის ახალ სპორტის სასახლეში ჭაბუკ და ახალგაზრდა სამბისტებს შორის მსოფლიო ჩემპიონატი გრძელდება.
რამდენიმე წუთის წინ დასრულდა შეჯიბრი 74 და 87 კილოგრამამდე წონით კატეგორიებში, რომლის გამარჯვებულები ქართველი სპორტსმენი – ზვიად თევდორაშვილი და გოჩა ღვაჩლიანი გახდნენ. ორივე მათგანმა ფინალში რუსი სპორტსმენები დამაჯერებლად დაამარცხეს.