ზვიად შალამბერიძეს ბაღდათში მცხოვრებმა პედაგოგმა სწავლის ახალი მეთოდოლოგია გააცნო
ზვიად შალამბერიძეს ბაღდათში მცხოვრებმა პედაგოგმა სწავლის ახალი მეთოდოლოგია გააცნო

საგანმანათლებლო სისიტემა კიდევ ერთი ახალი გამოწვევის წინაშეა – კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სასწავლო პროცესის გადავადებასთან დაკავშირებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დისტანციური სწავლების მეთოდების გაძლიერება დაევალა, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, ახალ გამოწვევას ღირსეულად უპასუხეს პედაგოგებმა და მოსწავლეებს ყოველდღე დისტანციური გაკვეთილები უტარდებათ.

სწავლის ახალი მეთოდოლოგია იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულს, ზვიად შალამბერიძეს ბაღდათში მცხოვრებმა, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელმა პედაგოგმა, მანანა კაპეტივაძემ გააცნო. ის დისტანციური მეთოდით მოსწავლეებს ყოველდღიურ რეჟიმში აძლევს დავალებებსა და ატარებს გაკვეთილებს.

„დისტანციურ სასწავლო პროცესს მორგებული პროგრამები, ვიდეო გაკვეთილების, მათი ჩანაწერების, დავალებების მომზადების, თემების ჯგუფურად განხილვისა და სამუშაო ფაილების გაზიარების შესაძლებლობას იძლევა. პროგრამა ვირტუალური საკლასო ოთახების მოწყობასა და ციფრული დაფის გამოყენებასაც გულისხმობს, სადაც რამდენიმე ადამიანი ნახაზებისა და ნახატების ერთად აწყობას, აზრების გაცვლასა და დავალებებზე მუშაობას შეძლებს. დისტანციური სწავლების ეფექტურობის მიზნით, 30 მარტიდან უკვე დაიწყო განათლების სამინისტროსა და პირველი არხის ერთობლივი პროექტი „ტელესკოლა“, რომლის საშუალებითაც მოსწავლეებს ტელეგაკვეთილები უტარდებათ“,- აღნიშნულია იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.