ზვიად შალამბერიძემ ჭიათურაში მცხოვრებ ვეტერანს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა
ზვიად შალამბერიძემ ჭიათურაში მცხოვრებ ვეტერანს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და ჭიათურის მერი გივი მოდებაძე მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს, ჭიათურის საპატიო მოქალაქეს აკაკი იობაშვილს ესტუმრნენ და ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცეს.

აკაკი იობაშვილი 17 წლის იყო, როდესაც ფრონტზე გაიწვიეს, 1944 წელს კი, დაჭრილი სამშობლოში დაბრუნდა. თავდაპირველად მანგანუმის მრეწველობაში იმუშავა სხვადასხვა თანამდებობაზე, შემდეგ კი 51 წლის განმავლობაში ზოდის კოლმეურნეობის თავმჯდომარედ მუშაობდა.

ჭიათურის მუნიციპალიტეტში ორი ვეტერანი ცხოვრობს, თითოეულ მათგანს საპენსიო ანგარიშზე 500 ლარი ჩაერიცხა.

დატოვე კომენტარი