ზვიად შალამბერიძე – ვფიქრობ, პირველი ამ ალიანსს „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვებს, მათი დაშლის ძირითადი მიზეზი ის იქნება, როგორ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას

14:52, 16.07.2026

„ალიანსი“ დაპირისპირებისთვის შეიქმნა. მას სხვა რეალური მიზანი და ამოცანა არ აქვს და არც ჰქონია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ზვიად შალამბერიძემ განაცხადა.

შალამბერიძის თქმით, ბოლო თვეების განმავლობაში ახალ-ახალი დაპირისპირება ხდება.

„ამბობდნენ, რომ რეგიონებში აქტიურები იქნებოდნენ, თუმცა მათი ერთი-ორი დახურული შეხვედრა გაიმართა. დარწმუნებული ვარ, დაპირისპირება არც პირველი და არც უკანასკნელია. დაპირისპირების მთავარი მიზეზი ისაა, რომ ამ ადამიანებს ამ ქვეყნის სიყვარული არ აერთიანებთ და მხოლოდ პირადი ინტერესებით მოქმედებენ. ვფიქრობ, პირველი, ვინც ამ ალიანსს დატოვებს, „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება. მგონი, მათი დაშლის ძირითადი მიზეზი ის იქნება, არჩევნებში მონაწილეობას როგორ მიიღებენ. დარწმუნებული ვარ, რომ ისინი 2028 წელს არჩევნებში მონაწილეობას ცალ-ცალკე მიიღებენ. „ნაციონალური მოძრაობისგან“ გამიჯვნას ცდილობენ, რათა იმ ტალახიანი წყლიდან ამოვიდნენ, მაგრამ „ნაცმოძრაობის“ გადმონაშთები დედაპარტიის შვილები არიან და მისგან შორს ვერ წავლენ“, – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

მსგავსი