ზვიად შალამბერიძე ქუთაისში ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით საზოგადოებას მიმართავს
ზვიად შალამბერიძე ქუთაისში ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით საზოგადოებას მიმართავს

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე დღეს, ქუთაისში, ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით საზოგადოებას მიმართავს.

მისი თქმით, ყველა მოქალაქის ვალდებულებაა, კანონის ფარგლებში იმოქმედონ.

„საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დაცულია და კანონის ფარგლებში ყველას შეუძლია საკუთარი პოზიციის დაფიქსირება.

შეურაცხყოფა და აგრესია რიგ შემთხვევებში საპასუხო ქმედებას იწვევს, ამიტომ ყველას მოვუწოდებ, თავი შეიკავონ ძალადობის პროვოცირებისგან და ძალადობისგან. ყოველგვარი დაპირისპირება, ძალადობა და ძალადობის პროვოცირება ჩვენთვის მიუღებელია. კანონის ფარგლებში მოქმედება ყველა მოქალაქის ვალდებულებაა და ამ ჩარჩოებიდან გასვლას ბუნებრივია, მოჰყვება სამართლებრივი რეაგირება.

ჩვენი ქალაქი და მუნიციპალიტეტი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას და იმედი მაქვს, დაგეგმილი აქცია ჩვენ ყოველდღიურ საქმიანობას არ შეაფერხებს“, – აცხადებს ზვიად შალამბერიძე.

ქუთაისში ოპოზიციის აქცია 14:00 საათზეა დაგეგმილი.