ზვიად შალამბერიძე – „ნაციონალური მოძრაობიდან“ გვახსოვს გვარები, რომელთაც ბილეთები ჰქონდათ ნაყიდი, ზოგი საბაჟოებზე გადადიოდა, როცა მათ გამოაცხადეს, თითქოს რუსეთის ჯარი თბილისისკენ მოდიოდა
„ნაციონალური მოძრაობიდან“ ის სახელი და გვარები კარგად გვახსოვს, რომელთაც ბილეთები ჰქონდათ ნაყიდი საქართველოდან წასვლისთვის და ზოგი საბაჟოებზე გადადიოდა, როცა მათ გამოაცხადეს, თითქოს რუსეთის ჯარი თბილისისკენ მოდიოდა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ზვიად შალამბერიძემ განაცხადა.
მისი თქმით, მაშინ, მათი პარლამენტის თავმჯდომარე ამბობდა, თურმე მოქალაქეები ბარებით და თოხებით შეიარაღებული უნდა ყოფილიყვნენ და მტერს ისე დახვედროდნენ.
„სააკაშვილმა საქართველოს მოქალაქეობა ნებაყოფლობით დატოვა და ქვეყნის მოქალაქე არ არის. სააკაშვილმა დატოვა თუ არა საქართველო, მეორე საკითხია, მაგრამ დღეს ამ ყველაფერზე უკრაინის მოქალაქე საუბრობს“, – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.