ზვიად შალამბერიძე - იმერეთის რეგიონში კოვიდკლინიკებისა და კოვიდსასტუმროების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება
ზვიად შალამბერიძე - იმერეთის რეგიონში კოვიდკლინიკებისა და კოვიდსასტუმროების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება

იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე 12-ვე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირს, რეგიონის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებისა და პირველადი ჯანდაცვის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში, იმერეთის რეგიონში არსებულ ეპიდვითარებაზე, რეგულაციების თანმიმდევრობით და სწორად შესრულებაზე, ხარვეზების აღმოფხვრაზე, კოვიდინფიცირებულების მკურნალობასა და მართვაზე იმსჯელეს.

„იმისათვის, რომ რეგიონში ინფიცირებულებს პირველადი დიაგნოსტიკიდან გამოჯანმრთელებამდე შესაბამისი დახმარება გავუწიოთ, მნიშვნელოვანია კოორდინაცია და ყველა რგოლის მაქსიმალური ჩართულობა. კორონავირუსის ბრძოლაში ჩართული თითოეული თქვენგანი არ იშურებთ ძალისხმევას და 24-საათიან რეჟიმში გვერდით უდგახართ ყველა ადამიანს, ვისაც ეს სჭირდება. იცით, რეგიონში ყოველდღიურად იზრდება კოვიდკლინიკებისა და კოვიდსასტუმროების რაოდენობა, რათა შევძლოთ თითოეული პაციენტის სრულფასოვანი მკურნალობა. გარდა ამისა, ექიმთა ყველა რგოლი არის ჩართული „კოვიდ-19“-თან ბრძოლაში და მჯერა, ეფექტურად მუშაობის შემთხვევაში, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანთ ვირუსის დამარცხებაში“, – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

სახელმწიფო რწმუნებულმა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებისგან სასარგებლო ინფორმაცია მოისმინა და რიგი ხარვეზები ადგილზე აღმოიფხვრა.

იმერეთის რეგიონში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსი  372 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

დატოვე კომენტარი