ზვიად შალამბერიძე – იმერეთის რეგიონში ეპიდვითარება კონტროლს ექვემდებარება

11:07, 14.04.2020

იმერეთის რეგიონში ეპიდვითარება კონტროლს ექვემდებარება, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს იმერეთის გუბერნატორმა, ზვიად შალამბერიძემ განუცხადა.

მისი თქმით, კვლავ საყურადღებოა თერჯოლის მუნიციპალიტეტი, სადაც სოფელ ღვანკითში „კოვიდ-19“-ით სამი პაციენტია ინფიცირებული.

ეპიდემიოლოგებმა ათამდე კონტაქტი გამოიკვლიეს და მოქალაქეები თვითიზოლაციაში იმყოფებიან. მათ მედიკოსები აკვირდებიან. სოფელში გრძელდება კონტაქტების კვლევა და ადგილობრივების თერმოსკრონინგი.

მსგავსი