ზვიად შალამბერიძე - გვაქვს პრეტენზია, ქუთაისი გახდეს საგანმანათლებლო ჰაბი
ზვიად შალამბერიძე - გვაქვს პრეტენზია, ქუთაისი გახდეს საგანმანათლებლო ჰაბი

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის, ზვიად შალამბერიძის განცხადებით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი სტუდენტების მისაღებად მზადაა.

„მინდა, მივულოცო ყველა ახალბედა სტუდენტს წარმატება და განსაკუთრებით მათ, ვინც არჩევანი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტზე შეაჩერა. მათთვის ნამდვილად ახალი ერა იწყება და ახალი ერა იწყება ქუთაისისთვის საგანმანათლებლო სფეროში. ეს ძალიან დიდი მნიშვნელობის პროექტია არა მარტო ქუთაისისთვის, არამედ მთლიანად იმერეთისთვის და ჩვენ გვაქვს პრეტენზია, ქუთაისი გახდეს იმერეთსა და საქართველოში საგანმანათლებლო ჰაბი.

მზადყოფნა არის 1 000 სტუდენტზე, ამ დღეებში გაირკვევა, ზუსტად რამდენი სტუდენტი ისწავლის ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში, მათ აქ ყველანაირი პირობა ექნებათ სწავლის, ცხოვრებისთვის და იმისთვის, რომ გახდნენ წარმატებული კადრები“, – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ დღეს განათლების და ჯანდაცვის მინისტრებთან – მიხეილ ჩხენკელთან და ეკატერინე ტიკარაძესთან ერთად დაათვალიერა.