ზვიად შალამბერიძე - დარწმუნებული ვარ, სამართალდამცველების რეაქცია იქნება ადეკვატური, რადგან საგანგებო ვითარების წესებს ყველა უნდა დაემორჩილოს
ზვიად შალამბერიძე - დარწმუნებული ვარ, სამართალდამცველების რეაქცია იქნება ადეკვატური, რადგან საგანგებო ვითარების წესებს ყველა უნდა დაემორჩილოს

დღეს, როდესაც სახელმწიფო ყველა ღონეს ხმარობს, რათა მოქალაქეები ვირუსის გავრცელებისგან დაიცვას, მსგავსი შეკრებები, აბსოლუტურად მიუღებელია, – ამის შესახებ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ ჟურნალისტებს ზუგდიდში მომხდარი ფაქტის კომენტირებისას განუცხადა, სადაც ოპოზიციის წარმომადგენლებმა მოქალაქეები შეკრიბეს და პირბადეები დაურიგეს.

„ყველა დამეთანხმება, საკმაოდ უპასუხისმგებლო საქციელი იყო, რომ დღევანდელ დღეს, როდესაც ჩვენ ვცდილობთ ყველა ადამიანი მოვაქციოთ თვითიზოლაციაში, არ გამოვიდნენ სახლებიდან, ვცდილობთ, რომ რიგები დავიცვათ და სახელმწიფო ყველა ძალას ხმარობს, რათა ეს მითითებები შევასრულოთ, ამდენი ადამიანის შეკრება არის აბსოლუტურად მიუღებელი. მივმართავ ჩვენს მოსახლეობას და იმერეთის მოსახლეობას, ძალიან გთხოვთ, ჩვენ ვუზრუნველყოფთ, რომ ყველა საჭირო ნივთი პირადად სახლში მივაწოდოთ ადამიანებს, განსაკუთრებით მათ, ვიზეც უკვე ვზრუნავთ და მოხალისეების მეშვეობით 70 წელს გადაცილებულები ვინც არიან. ასეთ იაფფასიან პროვოკაციებს ვფიქრობ, არ უნდა წამოეგოს ჩვენი მოსახლეობა. რამდენადაც მე ვიცი მსგავსი ჩვენს მხარეშიც იგეგმება და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ იმერეთის მოსახლეობას, რომ მსგავსს შეკრებებს მოერიდონ, ნუ დავაყენებთ საკუთარ თავს და საკუთარ ჯანმრთელობას საფრთხის ქვეშ“, – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

მისივე თქმით, მომხდარზე სამართალდამცველების რეაგირება ადეკვატური იქნება.

„დარწმუნებული ვარ, სამართალდამცველების რეაქცია ადეკვატური იქნება, რათა დღევანდელ დღეს საგანგებო მდგომარეობა გვაქვს ქვეყანაში და ყველა ადამიანი, განურჩევლად მისი პროფესიისა თუ პოლიტიკური ხედვისა, უნდა დაემორჩილოს საგანგებო ვითარების წესებს, რათა ჩვენ მაქსიმალურად შევამციროთ ის რისკი, რაც არის დაკავშირებული კორონავირუსის გავრცელებასთან“, – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

დატოვე კომენტარი