ზვიად შალამბერიძე – ადამიანები ურცხვად და უტიფრად ცდილობენ, რომ გაემიჯნონ არათუ ლიდერებს, არამედ საკუთარ განცხადებებს, რომელსაც ტელეარქივი ასე უხვად ინახავს

15:55, 17.11.2026

საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან სიცრუეს ვისმენთ, რას ვხედავთ? ეს ადამიანები ურცხვად და უტიფრად ცდილობენ, რომ გაემიჯნონ არათუ ლიდერებს, არამედ საკუთარ განცხადებებს, რომელსაც ტელე არქივი ასე უხვად ინახავს, – ამის შესახებ ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზვიად შალამბერიძემ განაცხადა.

მისი თქმით, რაც არ უნდა შეეცადონ, რომ ეს სიცრუე საზოგადოებას თავს მოახვიონ, არქივი არსებობს, რომელიც ყველაფერს ამბობს.

„ცდილობენ, რომ საზოგადოება ისეთ რამეში დაარწმუნონ, რაც რეალობას არ შეესაბამება, რადგან მათ თქვეს, რომ ჩვენ ვამბობდოთ, მთავრობა შეერთებოდა ამერიკის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის სანქციებსო, მაგრამ ჩვენ რაც ვნახეთ, ისეთი ინიციატივები იყო, რომელიც არც ერთ მათგანს არ დაუწესებია რუსეთისთვის, მათ შორის რუსების ქვეყანა შეშვებაზე, ავტომობილებზე რუსული ნომრების აკრძალვაზე და ა.შ. აქედან გამომდინარე, მათი განცხადებები სიცრუეა“, – განაცხადა შალამბერიძემ.

მსგავსი