ზვიად შალამბერიძე - 2020 წელი იმერეთში ბიზნესის განვითარებისთვის განსაკუთრებულად საინტერესო იქნება
ზვიად შალამბერიძე - 2020 წელი იმერეთში ბიზნესის განვითარებისთვის განსაკუთრებულად საინტერესო იქნება

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის განცხადებით, 2020 წელი იმერეთში ბიზნესის განვითარებისთვის განსაკუთრებულად საინტერესო იქნება.

ამის შესახებ ზვიად შალამბერიძემ ქუთაისში, ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომელშიც სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი გიორგი პერტაია, სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში ზვიად შალამბერიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი და საქართველოს ბიზნესომბუდსმენის მოადგილე გურამ გიორგაძე მონაწილეობენ.

„2020 წელი იმერეთში განსაკუთრებულად არის საინტერესო ბიზნესის განვითარებისთვის და ბიზნესმენებისთვის, გამომდინარე იქედან, რომ ძალიან საინტერესო პროექტები მიმდინარეობს და არის დაანონსებული. შესაბამისად, ჩვენგან მაქსიმალურად იქნება ბიზნესის ხელშეწყობა, რომ მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნას,“ – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

შეხვედრაზე ბიზნესთან უშუალო კომუნიკაციისა და გამოწვევების გამოვლენის, სახელმწიფო სერვისებსა და საერთაშორისო გრანტებზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე იმსჯელეს. ასევე განიხილავენ  დაგეგმილ და მიმდინარე ინიციატივებს.