პირველი არხი შსს-ს ზვიად რატიანის პროცესზე მტკიცებულებად წარდგენილი ვიდეომასალის მიწოდების თხოვნით მიმართავს

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც მოსამართლე პოეტ ზვიად რატიანის შესაძლო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე მსჯელობს, შსს-ს წარმომადგენლებმა მტკიცებულებად ვიდეოჩანაწერი წარადგინეს.

მოსამართლემ ლეპტოპი ისე განათავსა, რომ ჩანაწერის ვიზუალური მხარის ნახვა, მხოლოდ მოსამართლესა და მხარეებს შეეძლოთ.

ჩანაწერში ისმის გინება და შეურაცხმყოფელი სიტყვები, თუმცა იმის გამო, რომ ჩანაწერის ვიზუალური აღქმა ჟურნალისტებისთვის და სხდომაზე დამსწრეებისთვის შეუძლებელი იყო, დადასტურებით არ შეგვიძლია ვთქვათ, ვინ ამბობს შეურაცხმყოფელ ფრაზებს.

იმის გამო, რომ ჟურნალისტებს წარმოდგენილი ვიდეომტკიცებულების ნახვის საშუალება არ მიეცათ, პირველი არხი მიმართავს შსს-ს, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, მოგვაწოდოს აღნიშნული ვიდეომასალა.