ზვიად რატიანის ადვოკატი - დაცვის მხარე გამოძიებასთან დაკავშირებულ ყველა მოქმედებაში აქტიურად ჩაერთვება
ზვიად რატიანის ადვოკატი - დაცვის მხარე გამოძიებასთან დაკავშირებულ ყველა მოქმედებაში აქტიურად ჩაერთვება

თბილისი პროკურატურაში ზვიად რატიანის გამოკითხვის შემდეგ, მისი ადვოკატი ანა ნასრაშვილი აცხადებს, რომ დაცვის მხარე გამოძიებასთან დაკავშირებულ ყველა მოქმედებაში აქტიურად ჩაერთვება.

„გამოძიება დაიწყო პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო  გადამეტების ფაქტზე პროკურატურის მიერ. ამასთან დაკავშირებით მოხდა ზვიად რატიანის გამოკითხვა და ჩვენ მივუთითეთ ყველა იმ გარემოებაზე, რომელიც ჩვენთვის იყო ცნობილი გუშინდელ ფაქტთან დაკავშირებით. ყველა იმ დაზიანებაზე, ყველა იმ პრობლემურ შემხებლობაზე პოლიციის სამმართველოსთან და პოლიციის თანამშრომლებთან, რომელზეც საუბრობს ბატონი ზვიადი. გამოძიებამ უნდა დაადგინოს იმ პირების ვინაობა, ვინ მონაწილეობდა საქმეში და შესაბამისი მტკიცებულების არსებობის შემთხვევაში მისცენ ეს ადამიანები სისხლის სამართლის პასუხისგებაში“, -აცხადებს ზვიად რატიანის ადვოკატი ანა ნასრაშვილი.

ზვიად რატიანის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენასთან დაკავშირებას დღეს გაიმართება.

როგორც ცნობილია, საპოლიციო კონტროლის ფარგლებში სამართალდამცველებმა პოეტი ზვიად რატიანი დააკავეს. რატიანი სამართალდამცველებს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. შსს-ში კი აცხადებენ, რომ ზვიად რატიანი იყო ნასვამ მდგომარეობაში, წინააღმდეგობას უწევდა და შეურაცხყოფას აყენებდა სამართალდამცავებს, რითაც არ აძლევდა მათ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების შესაძლებლობას.