ზვიად პატარიძემ ევროპის ჩემპიონობა მეხუთედ იზეიმა [ვიდეო]
ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში 23 წლამდელთა შორის მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა მძიმეწონოსანმა ზვიად პატარიძემ ფინალში თურქი ოსმან ილდირიმი საკუთარი გულშემატკივრის თვალწინ დაამარცხა.
პატარიძემ ილდირიმი შედეგით 2-0 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონის ტიტულს მეხუთედ დაეუფლა.
https://www.facebook.com/GeoWrestlingOfficial/videos/1938029306228095/