ზვიად კვაჭანტირაძე - საზღვარგარეთ მოქმედ საკვირაო სკოლებს სასკოლო სახელმძღვანელოები გაეგზავნებათ
ზვიად კვაჭანტირაძე - საზღვარგარეთ მოქმედ საკვირაო სკოლებს სასკოლო სახელმძღვანელოები გაეგზავნებათ

საზღვარგარეთ მოქმედ საკვირაო სკოლებს სასკოლო სახელმძღვანელოები გაეგზავნებათ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზვიად კვაჭანტირაძე „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

როგორც ზვიად კვაჭანტირაძე აცხადებს, დიასპორის წარმომადგენლების თხოვნას, გამოეხმაურნენ საკვირაო სკოლების მესვეურები სხვადასხვა ქვეყნებიდან.

„დღეს, ჩვენ უკვე პრაქტიკულად ვასრულებთ დანაპირებს. თქვენს მიერ მოთხოვნილი სახელმძღვანელოები უკვე სრულად შეძენილია და დაწყებულია მათი სხვადასხვა გზით გადაგზავნა დანიშნულების მისამართებზე. წიგნებს, უახლოეს დღეებში უსასყიდლოდ, საჩუქრად მიიღებენ ის საკვირაო სკოლები, ვინც გამოეხმაურნენ ჩვენი კომიტეტის ინიციატივას, კერძოდ:

1. ისრაელში ქართულ დიასპორულ ორგანიზაცია „მამულთან“ არსებული საკვირაო სკოლა;
2. ნიუ იორკში ქართული კულტურის ცენტრ „ფესვებთან“ არსებული საკვირაო სკოლა
3. ნიუ იორკში, ბრუკლინის ღვთისმშობლის შობის ტაძრის ქართული ენისა და ლიტერატურის შემსწავლელი ცენტრი;
4. ათენის ვახტანგ მეექვსის სახელობის საკვირაო სკოლა;
5. საბერძნეთში ვაჟა ფშაველას სახელობის ქართული საკვირაო სკოლა;
6. მადრიდის წმ. გიორგის სახელობის სამრევლოს საკვირაო სკოლა;
7. ბარსელონას წმ. ნინოს სახელობის სამრევლოსთან არსებული სულიერების, განათლების და კულტურის ცენტრი;
8. მინსკში ქართულ სათვისტომოსთან არსებული საკვირაო სკოლა;
9. გერმანიის ქართული სათვისტომოს ფარგლებში მოქმედი მიუნხენის საკვირაო სკოლა;
10. კარლსრუეს ქართული ბაღი და საკვირაო სკოლა „ფესვები“;
11. შტუტგარტის საკვირაო სკოლა;
12. პარიზში ქართული კულტურის ცენტრი „ლაზი“.

ზვიად კვაჭანტირაძის განცხადებით, ინიციატივა თავის დროზე დაიბადა დიასპორის და კავკასიის საკითხთა კომიტეტში. მას აქტიურად დაუჭირეს მხარი სალომე ზურაბიშვილმა და კომიტეტის სხვა წევრებმაც.