ზვიად კვაჭანტირაძე - დუნია მიატოვიჩის ​საქმიანობა მომგებიანი იქნება ევროპის საბჭოსთვის, მასში შემავალი ქვეყნებისთვის და მოქალაქეებისთვის
ზვიად კვაჭანტირაძე - დუნია მიატოვიჩის ​საქმიანობა მომგებიანი იქნება ევროპის საბჭოსთვის, მასში შემავალი ქვეყნებისთვის და მოქალაქეებისთვის

საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ზვიად კვაჭანტირაძის განცხადებით, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის დუნია მიატოვიჩის საქმიანობა მომგებიანი იქნება ევროპის საბჭოსთვის, მასში შემავალი ქვეყნებისთვის და მოქალაქეებისთვის.

„ჩვენ ყველანი ვიცნობთ ქალბატონ დუნიას. გვქონდა მასთან ძალიან საინტერესო კონსულტაციები. მისი მოღვაწეობა, ფრიად საპატივცემულო და საპასუხისმგებლო პოსტზე, იქნება ძალიან მომგებიანი ევროპის საბჭოსთვის, მასში შემავალი ქვეყნებისთვის და მოქალაქეებისთვის.

ზოგადად, ადამიანის უფლებათა კომისრის პოზიცია და სახალხო დამცველის პოზიცია მოიცავს იმას, რომ ისინი უნდა იყვნენ კრიტიკულები. სადაც ის იქნება ადეკვატურად კრიტიკული, ჩვენც უნდა ვიყოთ ადეკვატურები. თუ ჩვენ შევხედავთ რომ ის არ იქნება ადეკვატურად კრიტიკული, მაშინ ჩვენ უნდა გავცეთ მას ადეკვატური პასუხი“,- განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.

ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრად დღეს დუნია მიატოვიჩი აირჩიეს.