ზვიად კუპრავასა და რუსთაველის გამზირზე დაკავებული სამი პირის სასამართლო პროცესზე შესვენება გამოცხადდა
ზვიად კუპრავასა და რუსთაველის გამზირზე დაკავებული სამი პირის სასამართლო პროცესზე შესვენება გამოცხადდა

ზვიად კუპრავასა და რუსთაველის გამზირზე დაკავებული სამი პირის სასამართლო პროცესზე შესვენება გამოცხადდა. თუმცა, მანამდე სხდომის გადადების შუამდგლობით მიმართა დაცვის მხარემ მოსამართლეს, თუმცა სასამართლომ აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

შესვენების გამოცხადების გადაწყვეტილება მოსამართლემ იქიდან გამომდინარე მიიღო, რომ მხარეები საქმის მასალებს გაეცნონ და გარკვეული საკითხები დააზუსტონ.

როგორც ზვიად კუპრავა და მისი ადვოკატები აცხადებენ, დაკავებულებს დროულად არ გადაეცათ საქმის მასალები და საჭირო დოკუმენტაცია არ იყო წარდგენილი. ასევე, არ მიეცათ საშუალება, რომ დაერეკათ ოჯახის წევრებთან ან ადვოკატთან.

როგორც დაცვის მხარე აცხადებს, მათ არ ჰქონდათ საკმარისი დრო, გაცნობოდნენ საქმის მასალებს და სხდომაზე საჭირო მოწმეები მოეყვანათ.

მათ ასევე მოითხოვეს მტკიცებულებების სახით, პოლიციის ეკიპაჟის სამხრე კამერების ჩანაწერის წარდგენა, თუმცა ამაზე საპასუხოდ პოლიციელებმა განაცხადეს, რომ მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ და მათი კამერები დამუხტული არ იყო. თუმცა, მათივე განცხადებით, არ გამორიცხავენ, რომ პატრულის რომელიმე თანამშრომელს ჰქონდეს ჩანაწერები, რადგან ადგილზე ბევრი პოლიციელი იყო.

ზვიად კუპრავა მის დაკავებას პოლიტიკურ გადაწყვეტილებად მიიჩნევს.

„ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, მინიმუმ შს მინისტრის მიერ, რაც მიზნად ისახავდა ჩემს განეიტრალებას იმ პროცესებიდან, რა პროცესშიც ვიმყოფები. მთელი ამ პროცესების განმავლობაში სახელიფუსლებო არხი ეწევა ჩემს ანტიპიარს, თითქოს რუსთაველის გამზირზე მე შემოვაგდე სახურავზე ორი გვამი. ეს თუ ასეა, საინტერესოა, რატომ არ დამაკავეს სისხლის სამართლის საქმეზე ადმინისტრაციულის ნაცვლად. ახლა რაღაც მუხლებს ეპოტინებიან. ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება. მე ვაყენებ შუამდგომლობას, რომ განხილვა საქმე, გადაიდოს რადგან დაკავების ადგილზე მყოფი ექვსი უშუალო მოწმე ახლა არ იმყოფება პროცესზე“, – განაცხადა ზვიად კუპრავამ.