ზვიად კუპრავასა და ლაშა ცუცქირიძეს სასამართლომ 600-600 ლარის ოდენობით ჯარიმა დააკისრა
ზვიად კუპრავასა და ლაშა ცუცქირიძეს სასამართლომ 600-600 ლარის ოდენობით ჯარიმა დააკისრა

ზვიად კუპრავასა და მასთან ერთად დღეს დაკავებულ ლაშა ცუცქირიძეს სასამართლომ 600-600 ლარის ოდენობით ჯარიმა დააკისრა.

ამასთან, სასამართლომ ორივე პირი დამნაშავედ ცნო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულში, რაც ხულიგნობას გულისხმობს. რაც შეეხება 173-ე მუხლს – კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას, მოსამართლის გადაწყვეტილებით, აღნიშნული ბრალდება მათ მოეხსნათ.

პროკურატურასთან ზვიად კუპრავამ და რამდენიმე პირმა დღეს აქცია გამართეს. მათ უწყებასთან ბოტასები მიიტანეს და გენპროკურორად ირაკლი შოთაძის კანდიდატურის წარდგენა გააპროტესტეს. ზვიად კუპრავამ ბოტასები პროკურატურის ეზოში ისროლა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა ის დააკავეს. ინციდენტის დროს მასთან ერთად დააკავეს ლაშა ცუცქირიძეც.