ზვიად კუპრავას სასამართლომ 10-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა
ზვიად კუპრავას სასამართლომ 10-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა

„სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის” დამფუძნებელს ზვიად კუპრავას სასამართლომ 10-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

ზვიად კუპრავა სამართალდამცავებმა წუხელ პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზე- ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საპატრულო ეკიპაჟმა ერთ-ერთი ავტომობილი მძღოლის გადამოწმების მიზნით გააჩერა. ამავე ავტომობილით მგზავრობდა ზვიად კუპრავა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს, არ დაემორჩილა სამართალდამცავების მოთხოვნას და არაერთგზის მოწოდებას, არ შეეშალა ხელი მათი საქმიანობისთვის, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას.

კუპრავა ადგილზე დააკავეს, დღეს კი თბილისის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად სცნო და ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.