ზვიად კუპრავას საკუთარ სახლთან ფიზიკურად გაუსწორდნენ
ზვიად კუპრავას საკუთარ სახლთან ფიზიკურად გაუსწორდნენ

„სამართალდამცავთა რეფორმების ცენტრის“ ხელმძღვანელს, ზვიად კუპრავას საკუთარ საცხოვრებელ სახლთან ფიზიკურად გაუსწორდნენ. კუპრავა ამ დროისთვის კლინიკა „ვივამედშია“ გადაყვანილი. მას გამოკვლევები უტარდება.

კლინიკაში იმყოფებიან კუპრავას ახლობლები და თანამოაზრეები. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, მურთაზ ზოდელავას განცხადებით, კუპრავას ცემა მის პოლიტიკურ აქტიურობას უკავშირდება.

„ჩვენ ვიცით რომ ზვიადი ძალიან აქტიური იყო. რამდენიმე აქცია ჰქონდა პერსონალურად ივანიშვილის წინააღმდეგ მიმართული ბოლო დღეების განმავლობაში. პარალელურად, ბოლო დღეებში მნიშვნელოვან და სკანდალურ გამოძიებას აწარმოებდა შსს-ს ერთ-ერთ მაღალჩინოსანზე, სადაც გამოძიება უკვე ბოლოში იყო გასული და მას უნდა მოეხდინა ხვალ, ან მაქსიმუმ ზეგ ამ დიდი კორუფციული ქსელის პრეზენტაცია. პარალელურად გამუდმებულად ის იყო ჩართული ივანიშვილის წინააღმდეგ აქციებში, მშვიდობიან აქციებში, რომელიც კანონმდებლობის ფარგლებში ჯდება. არანაირი კანონის დარღვევა მას არ მოუხდენია არც ერთხელ. ეს კი ხელისუფლების ორგანიზებულია ფაქტია“,- განაცხადა მურთაზ ზოდელავამ.

შსს-მ ზვიად კუპრავას მიმართ თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. უწყების ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი პრიმა მუხლის „ბ“ ქვეპუნტით, რაც ძალადობას გულისხმობს. მომხდარზე ჯერ არავინ დაუკავებიათ.